დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ იარში ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, წინასწარი მონაცემებით, 15-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, სავარაუდოდ, 24 ადამიანი კი ნანგრევებშია ჩარჩენილი.
რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ცნობით, დაბომბვა რუსული „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით მოხდა.