დოუტი: ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს ანგარიშვალდებულების საკითხი

პუბლიკა

ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა მიუღებელია.

„ქართული ოცნების” წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები.

ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი“, – განაცხადა მან.