დრო მოვიდა, მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საჭიროა სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

„ინიციატივა, რომელიც, მე მგონი, საჭიროა ყველასთვის და ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა, რომ ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან დღეს გადავცეთ: მგონი, დრო მოვიდა, მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ქვეყანაში ატმოსფერო და განწყობები. ჩვენ ვართ განწყობის ქვეყანა და ეს განწყობა რომ შეიცვლება და უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უმასპინძლებდა ყველა პარტიის წარმომადგენელს, „ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული“.

თუმცა ღონისძიების მსვლელობისას მან განახცადა, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლისგან თავი შეიკავა.