აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული რისკებისა, დროა, ამერიკამ ძალიან ნელა ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება დაიწყოს.
ფაუჩიმ Reuter-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკა რთული არჩევანის წინაშე დგას – იპოვოს ბალანსი საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და პანდემიით გამოწვეულ მზარდ გადაღლილობას შორის.
„ის ფაქტი, რომ მსოფლიო და აშშ, განსაკუთრებით კი ამერიკის გარკვეული მხარეები კოვიდმა გატანჯა – მათ მართლაც ესაჭიროებათ, რომ როგორღაც ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, „ყველა რეგულაციის უგულებელყოფა არ არის გონივრული, თუმცა საჭიროა ნელ-ნელა ესეც დავიწყოთ“.