„დროა“: დილით დააკავეს პარტიის წევრი ნიკო ქვაცაბაია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ცნობით, დღეს, 14 დეკემბერს, დააკავეს პარტიის წევრი, ნიკო ქვაცაბაია. პარტია ამბობს, რომ ამ დრომდე არ იციან, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს ის.

„დღეს, დილით, დააკავეს „დროას“ წევრი ნიკო ქვაცაბაია. სავარაუდოდ, იგი სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში აიყვანეს. 4 საათის განმავლობაში არ გვქონდა პასუხი შსს-სგან მისი დაკავების შესახებ. ამ წუთამდე ისევ არ ვიცით, რომელ იზოლატორშია, ან რა მუხლის საფუძველზე დააკავეს“, – წერია პარტიის განცხადებაში.

განახლება:

ადვოკატი თეო ზაქარეიშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ნიკო ქვაცაბაია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის დიღმის ოზოლატორშია გადაყვანილი.

„ნაცემი არ არის, დაზიანებები არ აქვს, 173-ე მუხლის პირველს ედავებიან, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა როგორც მითხრა მისი მხრიდან რაიმე კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. უთხრეს რომ გაეჩერებინა მანქანა, შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა წასულიყო, პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ დაკავებულია“, – ამბობს ადვოკატი, თეო ზაქარეიშვილი.