NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომლებსაც რუსეთი აგრესია შეეხო.
„დროა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. მათთან, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო რუსული აგრესია, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ერთად, ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ, რათა დავიცვათ თავისუფლება ჩაგვრისგან, დემოკრატია – ტირანიისგან და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც ყველა ჩვენგანისთვის სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.