დახმარების გაცემის დრო ახლოვდება, დროა, მთავრობამ შეთანხმებებისადმი ერთგულება აჩვენოს - მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კიევში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც ყოველთვის.

მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის დრო ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებსა და განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება აჩვენოს“, – წერს მიშელი.


საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობდა, რომელსაც ათობით ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.