დროებით რუსეთის დატოვება გადავწყვიტე - „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი

პუბლიკა

ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის ტიხონ ძიადკოს თქმით, ის და ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დროებით დატოვებას გეგმავენ.

ძიადკოს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ტელეკომპანიის ვებსაიტი და სოციალური ქსელები გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა, ხოლო ჟურნალისტების ნაწილს ემუქრებიან, რისკის ქვეშ დადგა ტელეკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება. ამიტომ მან და სარედაქციო ბორდის ნაწილმა დროებით ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის საკეთილდღეოდ მივიღებთ და განავგრძობთ მუშაობას, ნაწილობრივ – დისტანციურად.

„დოჟდი“ კანონმორჩილი მედიაა, ჩვენს ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ყველაზე დრაკონული კანონებიც კი არ დაურღვევიათ, ამიტომ დაბლოკვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. სხვა ქვეყნიდან მაუწყებლობა არ იგეგმება“, – წერს ტიხონ ძიადკო.