რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ცხრა რეგიონსა და შავი ზღვის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მათი ინფორმაციით, 19 დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქში, მათ შორის, 16 – დედაქალაქის მიმართულებით.
მოსკოვის მერის ცნობით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება-გაშვება შეაჩერა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას 57 დრონით შეუტია, მათგან 18 ჩამოაგდეს, 7 კი დაკარგულად ითვლება.
თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკივის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზზე.