დსთ-ის გენერალური მდივანი მხარს უჭერს, რომ საქართველო გაერთიანებას დაუბრუნდება

პუბლიკა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გაერთიანებას დაუბრუნდება.

რუსული გამოცემა Известия წერს, რომ სერგეი ლებედევმა ეს სიტყვები ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკას განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„ალექსანდრ ლუკაშენკამ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ჩარჩოში თანამშრომლობას დაუბრუნდებიან. მე ამ იდეას ვუჭერ მხარს“, – აცხადებს ლებედევი.