დუმბაძე ბოიკოტში მყოფ მწერლებზე: მე არა, ქვეყანას უცხადებენ ბოიკოტს

პუბლიკა

მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდის თემაზე „პუბლიკა“ მწერლებს, მწერალთა სახლის ახალ დირექტორს და გამომცემელთა ასოციაციას ესაუბრა.

ამავე თემაზე ქეთევან დუმბაძის კომენტარს ტელეკომპანია „მთავარიც“ ავრცელებს. ჟურნალისტმა დუმბაძეს მწერალთა ბოიკოტის მიზეზებზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი: მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ხდება ეს რომ თქვენ, პიროვნულად, გიცხადებენ ბოიკოტს ?

დუმბაძე: მე პიროვნულად არ მიცხადებენ (ბოიკოტს). სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ. ქეთი დუმბაძის მათთვის, არასოდეს არაფერი დაუშავებია.