სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შშს-თან ერთად დუშეთში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სათავსოდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ამოღებული ნივთებზე ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვას გულისხმობს.