ძაღლების დახოცვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც რამდენიმე მკვდარი ძაღლია ასახული. facebook-ზე ერთ-ერთ ჯგუფში წერენ, რომ მიკედლებული ძაღლები 3 დღის განმავლობაში დაკარგულები იყვნენ.

როგორც ცხოველთა დამცველი თეიმურაზ წიქორიძე წერს, ის ადგილზე იმყოფებოდა და მისი აზრით, ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით არიან დახოცილები, სავარაუდოდ, პისტოლეტით.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის  259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.