„ძაღლს ცულით ჭრილობა მიაყენა" - პროკურატურამ პირს ბრალი წაუყენა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში ამბობენ, მას ბრალად ასევე ედება ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა.

„13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. ამავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა  და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბრალდებული 13 მარტს დააკავეს”, – წერია განცხადებაში. 

წარდგენილი მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.