საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატები რამდენიმე ოლქში წარადგინა.
-
ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის – ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
-
კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
-
ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
-
მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
-
დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. საარჩევნო ბლოკში – „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ევროპელი დემოკრატები“ და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.
„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარობის კანდიდატები რამდენიმე ოლქში უკვე დასახელებული ჰყავს: ნიკა მელია – გლდანი, ხატია დეკანოიძე – ისანი, ლევან ხაბეიშვილი – სამგორი; გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი; გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაში; დავით კირკიტაძე – რუსთავი; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ვაჟა ჩიტაშვილი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – გიორგი კაპანაძე; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – დევი ჭანკოტაძე; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – ბადრი ბასიშვილი;