ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

მრგვალ ბაღთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

IPN-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ვეშაგურის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ლანძღვა-გინებას, პოლიციის დაუმორჩილებლობას და მათ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

ნიკოლოზ ვეშაგური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.