თბილისში ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პაატა გურჩიანი მრგვალ ბაღთან მაშინ დააკავეს, როცა აქციის მონაწილეები არასრულწლოვანს გაეკიდნენ და მოქალაქეებთან დაპირისპირება მოხდა.
სასამართლოზე დამსწრე ჟურნალისტების ცნობით, შსს-ს წარმომადგენელმა დაკავებულის პატიმრობა დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა.
ბრალდებული მხოლოდ „ლანძღვა-გინების“ ნაწილში ეთანხმებოდა თავის ბრალს.
გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.