პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ეტაპობრივად ცდილობენ. ერთ-ერთმა პირმა შეძლო კორდონს მიღმა გადასვლა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მყისიერად გაარიდეს ტერიტორიიდან.
ძალადობის მცდელობისა და დაუმორჩილებლობის დროს პოლიციამ ათობით პირი დააკავა. ჯერჯერობით უცნობია მათი ზუსტი რაოდენობა.
5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და „პრაიდის“ წევრები შეუერთდნენ.