ძალადობრივი ჯგუფები „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

ჰომოფობიური, ძალადობრივმა ჯგუფების წევრები „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ გამოცემა წერს.

ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ჟურნალისტს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. ისინი ჟურნალისტებზე დევნასა და თავდასხმას დილიდან მიმართავენ.


დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშია დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.