ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა, გამონაკლისი იქნება ახალი წლის და შობის ღამე - ცქიტიშვილი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 24 დეკემბრიდან  2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების არ შემსუბუქდეს სრული მოცულობით.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

„რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე  – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.