პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.
პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.
მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს 7 საათზე დაიწყება პარლამენტის წინ.
„ვიცოდი, რომ ამ ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი არ უნდა გვქონოდა. ხელისუფლებას რომ ვიძახი, კომპლიმენტია ადამიანთა ჯგუფის იმ ერთობის მიმართ, რომლებსაც არაფერი აერთიანებთ, გარდა ფულის სიყვარულისა. ბიძინა ივანიშვილმა დადგა ცირკი, დადგა მონების აჯანყების სცენარი. ეს თოჯინების თეატრი, უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებსაც ბევრი პრაქტიკული შანსი ჰქონდათ, რომ თუ აქამდე გააჩნდათ რამენაირი თავმოყვარეობა, გამოეჩინათ ეშვები, რომელიც ვითომდაც დღეს გამოაჩინეს დედას ურჩებმა. როგორ მეტყველებენ ეს ბოგანოები, ეს ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ხალხის ინტერესზე ზრუნავენ. ერთი რამე ხდება, მიიღეს კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ 2020 წელს ესენი ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში და თქვეს, რო არ გვაინტერესებს ხალხის ნება. სახეზეა სახელმწიფო მიტაცება.
აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკას ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ვუყურებთ სამივე ხელისუფლების მიტაცებას. ეს არ არის მონების აჯანყება ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა და ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, რომ მერე გადააბრალოს სხვას. ქართველმა ხალხმა დაიცვას არჩევანის თავისუფლება და ჩვენ სოციალური კამპანია „სირცხვილია“, ყველა სხვა ინტერესთა ჯგუფი, ყველანი უნდა გამოვიდნენ ერთად ერთის წინააღმდეგ. ძალაუფლება ხალხს. გამოდით ყველა. მობილიზაცია დაწყებულია, სანამ ეს ნაძირლები გადაფურთხებულს არ ალოკავენ, თუ არ ალოკავენ, ავალოკინებთ“. – მიმართა ხალხს შოთა დიღმელაშვილმა.