ძალები იმგვარად გაერთიანდება, რომ შევძლებთ ეფექტურად და პროგრესულად  ვმართოთ ქვეყანა – ტიკარაძე „ქართულ ოცნებაზე"

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ეფექტიანად და პროგრესულად მართოს ქვეყანა.

იქნება თუ არა ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ამის შესახებ აცხადებს, რომ 16 იანვარს, „ოცნების“ ყრილობის დღეს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს წევრი და შეძლებს თუ არა მთავრობა, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე იყოს ძლიერი გუნდი, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს და პოლიტიკურ პროცესებს მართავს.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრობას, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმაციას გაიგებს შაბათს. რაც შეეხება, შევძლებთ თუ არა, ერთობლივად ვმართოთ ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, მოხდება ძალების იმგვარად გაერთიანება, რომ შევძლებთ ეფექტურად და პროგრესულად  ვმართოთ ქვეყანა“, – განაცხადა მან.