„ძალიან ბედნიერი ვიყავი" - ზელენსკის მორიგი მიმართვა ქართველებს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე ქართველი ხალხს ისევ მიმართა:

„მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდესაც ვნახე ახალი ამბები მეგობარი საქართველოდან. მინდა მადლობა გადავუხადო კეთილ და ლამაზ ქართველ ხალხს, ვინც გამოვიდა თავისი ქვეყნის ქუჩებში და მხარი დაუჭირა უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! გმადლობთ!”, – განაცხადა მან.

მანამდე ის საქართველოში გამართულ აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

მართლაც, ხან არის დრო, როცა ხალხი არ წარმოადგენს მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესია“, – წერს ზელენსკი.