ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუხარდება, თუ ბახტაძე იქნება პროპორციულ სიაში - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „პალიტრანიუსის” ეთერში აცხადებს, რომ ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუხარდება, თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში იქნება შეყვანილი.

„მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუ ის [მამუკა ბახტაძე] პროპორციულ სიაში იქნება შეყვანილი. ეს არ არის დაბუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობის ნიშანი, როდესაც გუნდის განხლება ხდება, მაგრამ პროფესიონალები, კომპეტენტური ადამიანები, წარმატებული ადამიანები რჩებიან გუნდში”, – განაცხადა თალაკვაძემ.


„ქართულმა ოცნებამ” დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. ბახტაძისგან განსხვავებით წარდგენას არ დაესწრო მისი წინამორბედი გიორგი კვირიკაშვილი.