„ძალიან ეფექტური გუნდი დარჩა“ - ივანიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი არც ერთ ევროპული დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება ეფექტურობით. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ევროპული დემოკრატიული ქვეყნის, ნებისმიერის…რეიტინგებს თუ ნახავთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქაც არ არის ობიექტუად შეფასებული. არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება დღევანდელი „ქართული ოცნების“ გუნდი თავისი ეფექტურობით. ნახეთ თქვენ რეიტინგები, კორუფცია იქნება ეს თუ სხვა. ძალიან ეფექტური გუნდი დარჩა, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს“, – თქვა ივანიშილმა. [სტილი დაცულია]

ივანიშვილის თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც არ იქნება. მან აღნიშნა, რომ  ის სიტყვას არ დაარღვევს და ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება გუნდის ნებისმიერ წევრთან პოლიტიკურ თემებზე.

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა წერილი, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პარტიას.