კარგად მოიქცა პაპუაშვილი, როდესაც ცენზურაზე დონორები საქმის კურსში ჩააყენა - კობახიძე OC Media-ზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კარგად მოიქცა, როდესაც ოპედის გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ გამოცემა OC Media დონორებთან დაასმინა.

„ძალან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როდესაც კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, დონორებს. ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები“, – ამბობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

ინგლისურენოვანი გამოცემის OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებზე ზეწოლა სცადა.