ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“ - მოსამართლე

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე აცხადებს, რომ აწუხებს, „ როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“.

ამის შესახებ სანდოძემ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რამდენად აკლია სასამართლოს პიარი და საჭიროა თუ არა სასამართლოს საქმიანობის პიარი.

მოსამართლის აზრით, უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რას საქმიანობს სასამართლო.

„ჩვენ ვიხილეთ და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“. თქვენ თუ დაინტერესდებით ადვოკატების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით სოციალურ ქსელში, როგორ მოიხსენიებენ ამ მოსამართლეებს, რომ მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება, რომ მათთან სამართალი ნახეს. საქმე იმ სამ მოსამართლეს ეხება. როდის გახდა ეს სამი მოსამართლე აქტუალური? – ფაქტობრივად, მანამდე მათი გვარები საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, მხარეებისთვის რა თქმა უნდა, კი. ეს რომ გაგრძელდეს, რამდენიმე წელი ეს მოცემულობა „მოსამართლე კლავს“ კიდევ რომ იყოს, ბავშვი, რომელიც ათი წლისაა და 4 წლის შემდეგ იქნება 14 წლის, დამერწმუნეთ, ეცოდინება, რომ, ზოგადად, მოსამართლე კლავს“, – განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში გადის სატელევიზიო კლიპების სერია „კლავს“. ამ კლიპებს შორის ერთ-ერთია მიხეილ სააკაშვილი საქმეების განმხილველი მოსამართლეების შესახებ გაკეთებული ვიდეორგოლიც.