„ტრანსპორტი დღეიდან აღდგა, უბრალოდ, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ტრანსპორტში პირბადის ტარება. ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ ამ რეგულაციას და ეს რეგულაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ გარკვეულწილად მიღწეული პროგრესი კოვიდინფიცირების თვალსაზრისით, ვგულისხმობ შემცირებულ რაოდენობას“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში 14 აგვისტოდან შეჩერდა.