ძალიან სევდიანი დღეა საქართველოში - იან კელი ნიკა მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

„ძალიან სევდიანი დღეა საქართველოში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიას დაპატიმრებას.

ნიკა მელია ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა დააპატიმრა.

ოფისზე შტურმი გამთენიისას დაიწყო. სპეცრაზმი ოფისში შეიჭრა ძირითადი შესასვლელიდანაც, სახურავიდანაც. მათ ძალის გამოყენებით შეაღწიეს მელიას კაბინეტამდე და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების გაყვანა დაიწყო. ოფისთან მობილიზებულია ასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი, სასწრაფო დახმარების მანქანები.