ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე გახდა

პუბლიკა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი „ოცნების” დეპუტატი, ლაშა ტალახაძე გახდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ფედერაციაში დაუდასტურეს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი – ლაშა ტალახაძე იყრიდა.

მოგვიანებით ფედერაციამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტალახაძე ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

განცხადებით მიხედვით, დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს გამგეობის წევრები: 

  1. ტალახაძე ლაშა – თავმჯდომარე
  2. კახიაშვილი კახი
  3. ასანიძე გიორგი
  4. თურმანიძე ირაკლი
  5. გახოკიძე ავთანდილ
  6. ტალახაძე კობა
  7. თვალოძე ილია
  8. ანთაური ზურაბ
  9. ლომთაძე მალხაზ
  10. ჩიქოვანი გოჩა
  11. მიშველიძე შოთა
  12. ცირეკიძე რაული
  13. ხარატაშვილი დავით
  14. ჭინჭარაული გიორგი
  15. ხუზაურაშვილი ნუგზარ

ძალოსნობის ფედერაციის ცნობით, გენერალური მდივნის პოსტს ისევ რუსუდან მურადაშვილი დაიკავებს. ასევე, ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.

ასევე, ფედერაციის ცნობით, აირჩიეს სარევიზიო და დისციპლინარული კომისია.

სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში არიან:

  1. თურმანიძე ირაკლი – თავმჯდომარე
  2. ხარატაშვილი დავით
  3. ცირეკიძე გია

დისციპლინური კომისია:

  1. ცირეკიძე გია – თავმჯდომარე
  2. ანთაური ზურაბ
  3. გოგია ბესარიონ
  4. დუმბაძე სულხან
  5. ბასილია აბესალომ