ძამას ხეობაში ძლიერი ხანძარია, დაიწვა რამდენიმე სახლი

პუბლიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. სოფელ ებაქიანთკარში სავარაუდოდ უკვე დაიწვა რამდენიმე სახლი. ამის შესახებ მედიასთან ადგილობრივები საუბრობენ.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, ცეცხლი სავარაუდოდ, მინდვრებში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა საცხოვრებელ სახლებზეც, რადგან სოფელი მჭიდროდ დასახლებულია. მათივე ცნობით, 7-მდე სახლია დამწვარი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.