„ძირითადად, აინტერესებთ, ვუპასუხებ თუ არა, მართლა მე ვერ თუ არა და მიწევს ფიცი, რომ ნამდვილად მე ვარ, რომ ნამდვილად ალეკო ვარ… არის ნაწილი რომელიც პრობლემებზე მელაპარაკება”, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალერკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 500-ზე მეტ ზარს უპასუხა.
„უსინდისო ვიყო, ამას გავაკეთებ არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ გავაგრძელებ სულ”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მოქალაქეების ზარებისთვის ფანრიანი ნოკია იყიდა და ახალი ნომერიც სპეციალურად აიღო.
საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საარჩევნო ნომრის ნაცვლად საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მას საარჩევნო ნომერს არ ანიჭებს, ბანერზე მობილურის ნომრის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ელისაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალდებულია, უპასუხოს ხალხის ზარს.