ძლიერი ქარის გამო ლანჩხუთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა

პუბლიკა

ლანჩხუთში, სოფელ ლესასთან ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მიმავალ მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა. ამის შესახებ მედიასთან ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა არაერთ მუნიციპალიტეტს. სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საკუთრება დააზიანა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით, დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის,  5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის,  10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.