საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – პატარძეულში, წყაროსთავში, ნინოწმინდაში, ასევე ქალაქ საგარეჯოში ძლიერი სეტყვის შედეგად შიდა საუბნო გზები დაზიანდა, შეიზღუდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
საგარეჯოს მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ არ დაზიანებულა ვენახები და მოსავალი.
„ერთადერთი პრობლემა გვქონდა, ადიდდა თოხლიაურის ხევი, კალაპოტი შეიცვალა. მიმდინარეობს სამუშაოები, კალაპოტში მოვაქციეთ და არაფერი პრობლემა არ არის. პატარძეულში 2 სახლში იყო წყალი შესული, დავემხარეთ და გასუფთავებულია. ფაქტობრივად, ყველაფერი მოგვარებულია უკვე“, – განუცხადა „პუბლიკას“ ერბოწონაშვილმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
https://www.facebook.com/www.sagarejo.gov.ge/posts/3209636215797358?__xts__[0]=68.ARB6CEUxgyPwp5jWecIbh_Grmryd7YBcwap9CFDaEgYzuvnTxoMOazbq1j-oo7E-g0huplgph0sn5SoJSkmCgSChx5Ur5D3MxBmn535E9e_5gPTKnw2T-8vd6OWYLptAmfI6qw5VEw0lfZy7RMJn0iZL-g3QNJ4GI_YOaH0U34rV_1JBj7xUJftOrfckbarJrDD65T7sGBBZXaxJeBqyfCxA7LqSu46iBl4W5pz74iPwWcfP2RDndIrPg-t0qXpXV8I1l9EbkM2Cekj4sPrrS0fFQPQS7MvLHBRGr3v_JKK_EwCZE-sh7Uw4SoFiiYlLEp2lOGuUtJTohGIfyYguKw&__tn__=-R
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხშიც. ქალაქში, ზაქათალის, ქიზიყისა და 300 არაგველის ქუჩებზე დაიტბორა სახლები და მაღაზიები. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხები, წლებია, გასაწმენდია. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, სალიკვიდაციო ჯგუფები უკვე ცდილობენ სტიქიის შედეგების გამოსწორებას.