წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება.
უწყების ცნობით, მოგლეჯილი ხე გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. ასევე, ძლიერმა ქარმა ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელ სახლს სახურავი სრულად გადახადა.
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ზარალის აღწერა მიმდინარეობს.