ძმის დახმარებით გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა - დაკავებულია 2 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, დაკავებულები არიან ძმები – 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.- მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი. – ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ გატაცებული გოგოს ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.