საქართველოს პროკურატურის ცნობით, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა”, – ნათქვამია განცხადებაში.
POG-ის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.