საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ძმობის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრულად ჩაქრობა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.