ტრანსგენდერი ქალი, გაბრიელა როსკიპოვა დღეს, 5 საათზე გეგმავდა 1 ქალის აქციას კანცელარიასთან.
თუმცა როგორც მისი მეგობარი, აქტივისტი ნატა ფერაძე ფეისბუქზე წერს მას შეუთვალეს, რომ „ძვლებში დაამტვრევენ“, ამიტომ მეგობრებმა აქციის გამართვა გადააფიქრებინეს.
„გაამზადა ბანერი წარწერით.
მხოლოდ 5 წუთი უნდოდა გამოჩენა.
აღარ უნდა მალვა, აღარ უნდა გარიყული ყოფნა, უნდა იცხოვროს სამართლებრივ, დაცულ ქვეყანაში, მაგრამ…..
მაგრამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ.
შეუთვალეს, რომ „ძვლებში დაამტვრევენ”, თუ გავა.
მაინც მიდიოდა.
გადავაფიქრებინეთ.
მადლობა, გაბი, რომ ხარ. რომ ხარ ასეთი მებრძოლი სამართლიანობისთვის.
მადლობა, რომ დღეს არ გაწირე თავი.
გვჭირდები ცოცხალი.
ჩვენ ვიბრძოლებთ შენი უფლებებისთვის, პირობას გაძლევ. ერთად ვიბრძოლოთ
მადლობა მედიას, ვინც აპირებდა გაბის აქციის გაშუქებას, ღონისძიება გაუქმებულია.
თურქმენეთის დღეს გილოცავთ”.
წერს ნატა ფერაძე.
თბილისის მერიამ უარი თქვა თბილისის ანძის ცისარტყელას ფერებში განათებაზე, და თქვა, რომ თურქმენეთის დროშის ფერებში უნდა გაანათოს და ამ ტრადიაციას ვერ დაარღვევს.