„ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რომელიც დღეს გაგვაჩნია და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება“,- ამის შესახებ გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს კონსტიტუციონალისტები უფრო დეტალურად ახსნიან.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი „გერმანული საარჩევნო სისტემაა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული.
მისი თქმით, შეხვედრისას ასევე განიხილეს ბიუჯეტი და მიმოიხილეთ თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღეა საუკოპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.
უმრავლესობის შეხვედრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.