ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პუბლიკა

„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, “- ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის „ხუმრობას“ ე.წ. კარვების კანონის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ის ამ კანონს ვეტოს დაადებს.

„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს, “- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.