ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, მარნეულში ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

პუბლიკა

გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად მარნეულში მოქალაქეები საღამოს 9 საათის შემდეგ ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ.

მათ დაანთეს ცეცხლი, ჩართული აქვთ მუსიკა, ცეკვავენ, მღერიან, გამოტანილი აქვთ ტკბილეული.

„ეს არის ჩვენი, აზერბაიჯანული თემის, საერო დღესასწაული. ისეთი, როგორიც პირველ იანვარი. ახალ წელს ხელისუფლებამ 1 და 2 იანვარს გააუქმა კომენდანტის საათი, ჩვენც იგივეს ვითხოვთ, ვითხოვთ თანასწორობას”, – უთხრა ოკტაი ქაზუმოვმა „რადიო თავისუფლებას“.


აზერბაუჯანულმა თემმა საქართველოს მთავობას ნოვრუზ ბაირამის ღამეს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის თხოვნით მიმართა, რაზეც მთავრობამ მათ უარი უთხრა. თემის წევრები და სამოქალაქო ორგანიზაციები მთავრობის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებენ.