მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე ითქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აღინიშნება ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპისდიტუაციის გაუარესება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლევ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ასევე, ძალაშე რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტების მუშაობის შეზღუდვა.
როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს მაქსიმალურად მოუწოდებენ, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე,
ბრიფინგზე ითქვა, რომ მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელი პირების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR-კვლევის მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.
დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშრებით.