ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მან ბრიფინგზე ისაუბრა სხვა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. იხილეთ სრული ჩამონათვალი ბმულზე:
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მაია გაბუნიას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა.
„კომენდანტის საათის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენად როდესაც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით. საჭიროა გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ეს შეზღუდვები“, – განაცხადა მან.