ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას ან გაუქმებას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
შეკითხვაზე – ხომ არ მიმდინარეობს მსჯელობა კომენდანტის საათის თუნდაც ერთი-ორი საათით გადაწევაზე, სანამ ის მთლიანად მოიხსნება, თურნავა აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა არ მიდის და გადაადგილების შეზრუდვის მოხსნაზე მეტად დღის წესრიგში სხვა საკითხებია.
„ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის. ჩვენ ჯერჯერობით ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე – დარჩა ბიზნესსექტორები, სადაც არ შეგვისმუბუქებია მიდგომა და კვლავაც ვერ გავხსენით ჯერჯერობით საბავშვო ბაღები, ფიტნესინსდუსტრია და სპორტული ობიექტები…
და ალბათ, პირველ რიგში, ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ვიმსჯელებთ, ხოლო ღამის საათების შეზღუდვას, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ.
ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შეიძლება შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გავითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა”, – აღნიშნა თურნავამ.