თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ ამ რეგულაციას გაუაზრებელს და არაფრისმომცემს უწოდებენ.
„თავისუფლების ინსტიტუტი“ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანს.
„ჩვენ ვაპროტესტებთ შსაბამის ნორმებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აწესებს სანქციებს იზოლაციის და კარანტინის წესების დამრღვევზე. ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლითაც პარლამენტმა პასუხისმგებლობა გადასცა მთავრობას, შევდივართ შინაარსობრივ ნაწილში და ვაპროტესტებთ პროპორციულობას“, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.