ე.წ. მასობრივი იმუნიზაცია, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება.

მისი განმარტებით, უკვე ორი თვეა, მოლაპარაკება მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.

„ნოვოვაქსი“ გახლავთ ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება, პრინციპით, „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ ან მოდერნას ვაქცინებისგან, ან იგივე ჩინური ვაცინისგან. „ნოვაქსი“  თვითონ არის ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში. მან მისცა ლიცენზია ინდოეთის სერუმ ინსტიტუტს ვაქცინის წარმოებაზე, მილიარდი დოზის, რომლითაც „კოვაქსი“  უნდა მომარაგდეს, ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკება, გარდა „კოვაქსისა“, გავქვს სერუმ ინსტიტუტთან და მიმდინარეობს ახლა საუბარი დაახლოებით მილიონი დოზის „ნოვოვაქსის“ შესყიდვაზე“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოჩნდება რამდენიმე ვაქცინა, კერძოდ, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“ და ელოდებიან მოწოდების პირობებს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის მიღებაზე.