ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა - ნიჟარაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

„ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება აი, ახლა კლინიკა „მედალფაში“, სადაც სულ, სავარაუდოდ, გვეყოლება 24 პაციენტი. ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვნისაც. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ გვყავს კიდევ ერთი განკურნებული. სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან.