ე.წ. „რიყის დოქები” სახელმწიფომ ვერ გაყიდა

პუბლიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები” ვერ გაყიდა. აუქციონი დღეს დასრულდა.

ე.წ „რიყის დოქების“ საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარს შეადგენდა. პრივატიზაციის შემთხვევაში მფლობელი ვალდებული იყო, არაუმეტეს 36 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) გაეკეთებინა.