რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ადასტურებს შსს. მათი ცნობით, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
მედიის ცნობით, დაკავებული კაცი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაა.
ე.წ. სტამბოლის ბაზარში 9 თებერვალს 4 პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შსს-მ ბრალდებული სახით გიორგი ორველაშვილი იმ დღესვე დააკავა.
დაკავებულს ჯერ ბრალდება ოფიციალურად არ წარდგენია.